კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს. 

გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 148 პაციენტი.