სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა და გაუჩინარდა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავთა ჯგუფი. მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია.