სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩას აპროტესტებენ. „ენმ“-ს წარმომადგენლების განმარტებით, მათ წარმომადგენლებს კომისიების დაკომპლექტებისას არ დაუკავშირდნენ.

აქციის მონაწილეებთან „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

წყარო   www.marneulifm.ge