სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე დროშა დაუშვეს

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობებზე.

ცნობისთვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.