სოჰო,სექტორი 26, UP2U და კონტე 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით,ბათუმში ღამის კლუბებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

 შემოწმების შედეგად,   სოჰო, სექტორი 26,  UP2U და კონტე  10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს. 

“მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება  და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კლუბი ივერია ბიჩი მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. 

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 26 ბათუმში აღირიცხა. 26 შემთხვევიდან უმრავლესობა საკონდიტრო დონას უკავშირდება.