სუს-ის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სამსახურის 38 თანამშრომელი კი, კარანტინში იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შენობის სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1 253-ს შეადგენს.