დღეს “რუსთავველოს” ორგანიზებით უკვე ტრადიციად ქცეული ველომსვლელობა მოეწყო. ყოველი თვის ბოლო კვირას რუსთაველ ველომოყვარულთა “კრიტიკული მასა” მსგავს აქტივობას მართავს.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ველომსვლელობება ჯანსაღი ცხოვრების და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით იმართება. ველომსვლელობა რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო და ცენტრალურურ ქუჩებისა და ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირის გავლით მერიასთან დასრულდა.
სპორტსმენების უსაფრთხო გადაადგილების კონტროლს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფდა.