ქალაქში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ორი  დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო 5 ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან. 

“დღეისთვის რუსთავში გვაქვს 7 ახალი შემთხვევა. აქედან 2 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო 5 გახლავთ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდან გამოვლენილი შემთხვევა. მიმდინარეობს დამატებითი ეპიდკვლევა და სავარაუდოდ, დღის ბოლოს გვეცოდინება,  რამდენი კონტაქტი იქნება გამოვლენილი. ახალი შემთხვევები კლინიკა “ავერსს” არ უკავშირდება,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.