„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას გახდა ცნობილი. ამასთან, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიის მეორე ნომერია არჩილ თალაკვაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარედ კი არჩილ თალაკვაძე დაასახელა. 

წარდგენას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებიან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.