ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ ხალხმრავალ ადგილებში – მათ შორის რეკრეაციულ სივრცეებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა აუცილებელ ლოკაციებზე.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა მუნიციპალური საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარეს. ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით დამუშავდა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს ქ.გარდაბანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში . ამ ეტაპზე, სპეციალური ხსნარებით ქ. გარდაბანში არსებული სკვერები, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები და სავაჭრო ობიექტების მიმდებარე პერიმეტრი დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოები COVID 19-ის პრევენციის მიზნით, ყოველდღიურად ყველა ხალხმრავალ ობიექტზე ხორციელდება.









