უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ისტორიაში – წელს არც ერთი აღსაზრდელი დარჩება ბაღის გარეშე, – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წელს რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებებში 235 ვაკანტური ადგილი დარჩა.
“უპრეცედენტო ფაქტია ეს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ისტორიაში. ეს არია მომენტი, როცა არ ერთი აღსაზრდელი ვინც კი რეგისტაციაში მონაწილეობა მიიღო და სურვილი აწვს ბაღებში იაროს არ დარჩება ბაღის გარეთ. ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს. 235 ვაკანტური ადგილია ამ მომენტისთვის.107 ადგილი გვაქვს ბაგის ჯგუფში, 95 ადგილი გვაქვს 3-4 წლიან ჯგუფში, 40 ვაკანტური ადგილის არის 4-5 წლიან ჯგუფში და 35 ადგილი გვაქვს 5-6 წლიან ჯგუფში და მსურველები ძალიან ნაკლები გვყავს. ასე რომ, ყველას ვისაც აქვს მონაწილეობა რეგისტრაციაში მიღებული და სარეზერვო სიაც არსებობს, ეს იმიტომ მხოლოდ და მოხოლოდ რომ რომელიმე კონკრეტულ ბაღში უნდოდათ ჩარიცხვა და იქ არ იყო საკმარისი ადგილი, სამაგიეროდ სხვა ბაღში გვაქვს ადგილი. ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატივას – მშობლები მოვიდნენ და განცხადების საფუძველზე ვიწყებთ ჩარიცხვის შემდგომ ეტაპს 8 სექტემბრის ჩათვლთ ჩვენ ყველას ვუმასპინძლებთ, დავკვალიანებთ და ჩავრიცხავთ პატარებს საბავშვო ბაღებში,”-განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა.