აზერბაიჯანსა და საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში, სალონიკში, მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება. ინფორმაცია ცესკო-მ დაადასტურა.
კომისიის ცნობით, მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარებაა, რის ფარგლებშიც იკრძალება ნებისმიერი სახის შეკრება.
“გაუქმდა მთლიანი აზერბაიჯანი და საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქი სალონიკი. ეს უკანასკნელიც წითელ ზონად გამოცხადდა, აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრებმა და ამიტომ ადგილობრივმა მერიამ გვითხრა უარი”, – განმარტავენ ცესკო-ში.