ახალციხეში, საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთი ბინის საძნებელში გაჩნდა. მაშველებს საცხოვრებელ ბინაში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძართან დაკავშირებით 112-ში მეზობლებმა დარეკეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.