გამწვანების აქცია რუსთავში

დღეს სამოქალაქო საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით მერვე მიკრორაიონში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები იღებდნენ მონაწილეობას.

მიმდებარე ლოკაციაზე 140 კედარისა და ფიჭვის ნერგი დაირგო, რაც ახალი რეკრეაციული ზონის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

გამწვანების აქციები უახლოეს მომავალში ქალაქის სხვადასხვა უბნებში კვლავ გაგრძელდება.