გარდაბანში კორონავირუსზე 19 ტესტის პასუხი ცნობილია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკვლეულ 19 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა,  მარინა გოგოლაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, გარდაბანში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კიდევ 9 ადამიანი ელოდება. მათი ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები სავარაუდოდ, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში, გარდაბანში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.