გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გორის შესასვლელთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა.

დაშავებული ოთხი წლის გოგონა და მისი ბებია ტრავმული მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.