“თუთარჩელას” სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურა

რუსთავის  ანსამბლ “თუთარჩელას” სამ  წევრს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ TV4-ს “თუთარჩელას” ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ განუცხადა.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი,  20 წლის გოგოს “კოვიდ 19”  5 ოქტომბერს, ორშაბათს დაუდასტურდა. 

თამარ ბუაძის განცხადებით,  ანსამბლის წევრს, რომელსაც “კოვიდ 19” დაუდასტურდა, გუნდთან შეხება შაბათს ჰქონდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, დანარჩენი ორი პირი  მისი კონტაქტები არიან. 

“თუთარჩელას” ყველა წევრი იზოლაციაშია, ხოლო მეორე სამუსიკო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ამასთან, რუსთავში ბოლო ოცდაოთხ საათში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.