რუსთავში კორონავირუსი, “თუთარჩელას” ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თამარ ბუაძე აცხადებს, კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი დადებითია. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუაძის თქმით, სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.