თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლზე 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ ბიძგები სტამბულსა და ათენშიც კი იგრძნობოდა.
აქამდე არსებული ცნობებით, მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი დაშავდა.
ადგილობრივების ცნობით, მიწისძვრის დროს მცხოვრებლები შენობებიდან ქუჩაში გამოვარდნენ.