კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 201 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განხლდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის1 928  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის  10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.