მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალის”თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალის” ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული 60 წლამდე ქალბატონია. მისი ყველა კონტაქტი ამ დროისთვის მოძიებულია და მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

ამჟამად თვითიზოლაციაში ინფიცირებული ქალბატონის 2 თანამშრომელი იმყოფება.