მტკვარში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკვარში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. 

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაასრულეს. 

რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მტკვარში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 

შეგახსენებთ, როგორც TV4-ისთვის ცნობილი გახდა 13 წლის მოზარდი მტკვარში ჯებირიდან გადავარდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.