ნინო ლაცაბიძე აზოტის ქარხანაში წარმოების პროცესს გაეცნო

ნინო ლაცაბიძე რუსთავის აზოტის ქარხანაში იმყოფებოდა.

მე-12 ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, საწარმოში დასაქმებულებს შეხვდა. კანდიდატი წარმოების პროცესს გაეცნო და ქარხნის თანამშრომლებს გაესაუბრა.

ნინო ლაცაბიძემ აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირობების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა.