პლოგინგი – დასუფთავების აქცია რუსთავში

პარტია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, რუსთავში დასუფთავების აქცია მოეწყო. ეგრეთწოდებული პლოგინგი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ნარჩენების შეგროვების კოლაბორაციას გულისხმობს.

ახალგაზრდები რუსთავის ხუთ ლოკაციაზე განაწილდნენ და ქალაქის დასუფთავება ერთდროულად დაიწყეს. გიმნაზიიდან თბილისის ქუჩის გავლით და მე-12 მიკრორაიონიდან ლეონიძის სკვერამდე  ტროტუარები და შიდაეზოები დასუფთავდა. ახალგაზრდები ლეონიძის სკვერში შეიკრიბნენ და მათ ვისაც ყველაზე მეტი ნარჩენი ჰქონდა შეგროვებული სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ პლოგინგი რუსთავში უკვე მეორედ ჩატარდა.

პლოგინგ მოძრაობა შვედმა მოყვარულმა მოთხილამურემ 2016 წელს სტოკჰოლმში დაიწყო. ის ყოველ დილით სამსახურში მიმავალ გზაზე აგროვებდა ნებისმიერ ნარჩენს, რომელიც ქუჩაში ხვდებოდა.