პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” კენჭისყრის ეტაპზეა.
პირველ ეტაპზე მოქალაქეებს საკუთარი იდეების, საპროექტო წინადადებების წარმოდგენა შეეძლოთ.
ახალ ეტაპზე რუსთაველებს შეუძლიათ ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ხმა მისცენ იმ საპროექტო წინადადებას, რომლის დაფინანსებასაც ისურვებენ. პროექტი სლოგანით „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობს.2021 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 1 000 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 10 ადმინისტრაციულ ერთეულზეა გადანაწილებული, სწორედ ამიტომ ერთი საპროექტო წინადადების ღირებულება 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
გამარჯვებული პროექტები 5 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, რუსთავის მერია მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. ხმის მიცემა რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.