რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეო კამერების მონტაჟი დაიწყო

 რუსთავის რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეო კამერების მონტაჟი დაიწყო. ქალაქის მასშტაბით, ჯამში 14 კამერა 7 ლოკაციაზე დამონტაჟდება. 

შეგახსენებთ, რომ გარეკამერები  საზოგადოება “რუსთაველების” მხარდაჭერით მონტაჟდება. 

ახალი კამერები ნებისმიერ მსურველს ვებ-გვერდზე webcamera.ge, შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნოს რა ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე.