რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივი სპეციალისტები პაციენტებს კორონავირუსიზე გამოიკვლევენ. მათი ტესტის პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.