რუსთავში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში კორონავირუსი პირველკლასელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. 

ცენტში, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ ინფორმაციას, თუ რომელი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა ვირუსული ინფექცია. 

TV4-ის ინფორმაციითკ, “კოვიდ 19” რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. 

ამასთან, ცნობილია მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლის ტესტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე უარყოფითია. მეოთხე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ვირუსით მოსწავლის მშობელია ინფიცირებული.