კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 285-დე გაიზარდა. 

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.