ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პაციენტებს საჭიროებები დროულად გაეწიოთ.
„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ იყო შეფერხებები 112-ზე შემოსულ ზარებთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ პერიოდში, არამედ სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა ნახსენები.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბინიდან კლინიკებში 22 მოქალაქე გადაიყვანეს, საკარანტინო ზონიდან 19, ასევე ბინიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანაც მათი მოვალეობაა. ვინაიდან, ლინიკიდან საკარანტინო სივრცეში 26 პაცენტი გადაიყვანეს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ იმ ახალი მოდელით, როდესაც კოვიდსასტუმროებში გადასაყვანად შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის ექიმების ჯგუფი გვყავს მობილიზებული, როდესაც პაციენტს კლინიკის სივრცეში დაყოვნება არ ესაჭიროება, ჩვენ ისინი სასტუმროებში გადაგვყავს.
24 საათის განმავლობაში 82 პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკიდან საკარანტინო სოვრცეში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ 318 ცხელებიანი პაციენტი, მათგან კოვიდკლინიკაში 25 მკურნალობს. აღნიშნული რიცხვები დაახლოებით ათასამდეა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტებს მინიმალური დაყოვნება ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმასაც, რომელ პაციენტს ესაჭიროება მეტად მყისიერი რეაგირება, რათა არ გვქონდეს გართულებები, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენვე მოვახდინოთ იდენტიფიცირენბა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.









