18 ივლისს გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის მპოვნელისთვის 50 000-ლარიან ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ფილფანის ოჯახმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფილფანის დედის თქმით, 30 000 ლარს კი გადაიხდიან ინფორმაციისთვის, რომელიც ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში დაეხმარებათ.
“2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს – ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს.