წალკაში 114 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

 წალკის მუნიციპალიტეტში 114 პირის საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან. როგორც წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში TV4-ს განუცხადეს, გამოსაკვლევი პირებიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები , დანარჩენი პირები  კი მიზნობრივი ჯგუფები არიან. 

ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კორონავირუსი 46 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს.