ხელვაჩაურში დაკარგული მამა-შვილის ძებნა გრძელდება

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის – მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.