ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედაგად დაკარგულ მეექვსე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ – შესაბამისი სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადიდებულმა მდინარემ დაკარგული, 61 წლის კაცი 1 ოქტომბერს, მეწყერის ჩამოწოლისას წაიღო. მაშველებმა ავტომობილი მეორე დღესვე ამოიყვანეს, ხოლო მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.