გარდაბანში 6 ბაღს მუშაობის სტატუსი შეჩერებული აქვს

გარდაბნის რეგიონში დღეისათვის არსებული 32 ბაღიდან 6 ბაღს მუშაობის სტატუსი შეჩერებული აქვს.

რეგიონში მოსწავლეების რაოდენობა 3000 აღსაზრდელს აჭარბებს, მაგრამ კორონავირუსისა და ეპიდვითარების გამო მოსწავლეების ნაკადი საკმაოდ შემცირებულია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის, ჯემალ დავითაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები არიან. მისივე განცხადებით, ბაღებში სადაც საარჩევნო უბნები მოეწყობა, 28, 29 და 30 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი შეწყდება.