ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა.

დაშავებულებს შორის  მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.