აზერბაიჯანის ინფორმაციით, სომხეთმა განჯა დაბომბა

მთიანი ყარაბაღის ლიდერის თქმით, სომხურმა ძალებმა განჯაში აზერბაიჯანელების სამხედო ბაზები და აეროპორტი დაბომბა.

ამიერიდან აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში განლაგებული მუდმივი სამხედრო ნაწილები თავდაცვის არმიის სამიზნეები ხდებიან, – ამბობს მთიანი ყარაბაღის ლიდერი არაიკ ჰარუთინიანი და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ქალაქების დატოვებისკენ მოუწოდებს.

მომხდარს დეფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი, ვაგრამ პოღოსიანიც ადასტურებს. 

ქალაქ განჯის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. ოფიციალური განცხადების მიხედვით, განჯა, რომლის მოსახლეობაც 330,000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, ცეცხლსასროლი იარაღით და სარაკეტო სისტემით იბომბებოდა.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.