აზერბაიჯანი : დაიღუპა 28 სამოქალაქო პირი, დაჭრილია 144 ადამიანი

 აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, რაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია განხორციელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაჭრილია 144 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, დაზარალდა 66 სამოქალაქო ობიექტი და 427 საცხოვრებელი სახლი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი ვითარება 27 სექტემბრიდან განახლდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.