აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხური ეკლესია დაბომბა

სომხეთის გაერთიანებული ინფოცენტრის განცხადებით,  აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში, ქალაქ შუშიში სომხურ ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა. 

„აზერბაიჯანმა ეკლესიას, შუშის სიმბოლოს, დაარტყა, რომელიც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღადგინეს,“- წერს სომხეთის გაერთიანებული ინფოცენტრი.

ფაქტს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი გამოეხმაურა.

„რაზე უნდა ელაპარაკო ეკლესიების დამბომბველებს,“- წერს ჰოვანისიანი სოციალურ ქსელში.