ალექსანდრე კობაიძემ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა ხმა ნინო ლაცაბიძეს მისცენ

 პოლიტიკური პარტია “პროგრესული საქართველოს” მე-12 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ალექსანდრე კობაიძემ  საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს მისცენ.

“ნინო ლაცაბიძის პროგრამა მიმართულია ქალაქისა და საზოგადოების კეთილდღეობისა და რუსთაველების ყველაზე მძიმე პრობლემების გადაჭრისაკენ, რაშიც ჩემი და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.