გამყრელიძე: ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში.

„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები ჩანან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში.