ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამა დაიწყო

დღეიდან რუსთავში არსებული ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამა დაიწყო.  პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის, ამხანაგობების,  ბიზნესსუბიექტებისა და საზოგადოება „რუსთაველების“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

პირველი ლიფტი რუსთავის მასშტაბით მე-12 მიკრორაიონის მე-7 კორპუსში განახლდა.

ლიფტების განახლება-რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამა შემუშავების ეტაპზეა. 

ლიფტის მომსახურება, სადარბაზოების მოვლა-დასუფთავება, განათებები, დაცვა, ეზოს მოვლა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში სითიკომის სისტემა ამოქმედდება.

პროექტის ინიციატორების განცხადებით, ლამაზი და სუფთა ეზო  რუსთაველებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მათივე განცხადებით, იდეა წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი თითოეული მოქალაქე და კორპუსის ამხანაგობები სათანადო ინტერესს გამოიჩენენ.