ახალციხეში ბინაში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ახალციხეში, საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი  კორპუსის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთი ბინის საძნებელში გაჩნდა. მაშველებს საცხოვრებელ ბინაში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

 ხანძართან დაკავშირებით 112-ში მეზობლებმა დარეკეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.