ბოლნისის მუზეუმში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია – ” გერმანელები საქართველოში” გაიმართა. ლექციის ფარგლებში ახლაგაზრდები ნ მუზეუმის ისტორიულ ექსპონატებს გაეცნენ და ქვემო ქართლის რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
სალექციო კურსს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი და გერმანიის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ. ლექციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ჟვანია უძღვებოდა.
ცნობისთვის, ბოლნისის ისტორიული ნაწილი გერმანელმა მიგრანტებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ააშენეს. 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელები, რომლებიც ქართველებზე არ იყვენენ დაქორწინებული, სერბეთსა და ყაზახეთში გადაასახლა.