ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე ბრიფინგს გამართავს.

უწყების ცნობით, ბრიფინგი 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

ბრიფინგის თემა წინასაარჩევნოდ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ 4 პირის დაკავება იქნება.