ბოლო ორ დღეში რუსთავში კორონავირუსით 26 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ინფიცირების 25 შემთხვევა გუშინ დღის განმავლობაში გამოვლინდა, 1 შემთხვევა კი დღეს დადასტურდა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე 400-მდე შემთხვევა გამოვლინდა.