გამყრელიძე: კოვიდსასტუმროებში უნდა შეფასდეს თრომბოემბოლიაზე რისკი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა  თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი უნდა შეაფასოს და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს.

გამყრელიძის თქმით,  ეს ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.

„ყველა სასტუმროს ჰყავს საექიმო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს თითოეული იქ მყოფის რისკი, არსებობს ამის კითხვარი და ექიმებს ამის გამოცდილება აქვთ. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ“,- განაცხადა გამყრელიძემ.