განახლდება თუ არა სწავლა უნივერსიტეტებში 19 ოქტომბრიდან ?

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება.

მისივე თქმით, სასწავლებლებისადმი რეკომენდაციაა, რომ სადაც შესაძლებელია, სწავლება დისტანციური იყოს.

“უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა დაწყებულიყო 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება. მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში. 

ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს. განათლების მიმართულება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ამიტომ, განათლების სამინისტროს შესაბამისი დავალებები აქვს მიღებული, რომ უმაღლეს დონზე იყოს უსაფრთხოების სტანდარტი დაცული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.