გარდაბანში დაკარგული ახალგაზრდა ქალი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, 23 წლის ნერლანა ნაბიევა სამართალდამცველებმა იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაბნელ ქალს 23 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ. შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.