გარდაბანში “კოვიდ 19”-ზე 148 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

გარდაბნის მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19”-ზე  148 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივ ცენტრში განუცხადეს.  

 ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის განცხადებით, ადგილობრივმა ეპიდემიოლოგებმა პირველ ეტაპზე 53 საკვლევი ნიმუში აიღეს, ხოლო გუშინ 95. მისივე თქმით, გამოკვლეულ პირთა შორის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 40-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 11 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.